ავტორიზაცია

ფოტო: ინტერმა აიაქსის გოლკიპერი უფასოდ, 5-წლიანი კონტრაქტით დაიმატა

ფოტო: ინტერმა აიაქსის გოლკიპერი უფასოდ, 5-წლიანი კონტრაქტით დაიმატა
თარიღი 01 ივლ 2022, 22:28

კამერუნელი გოლკიპერი ანდრე ონანა „ინტერის“ ფეხბურთელი გახდა.

„ნერაძურიმ“ ფეხბურთელის „აიაქსიდან“ გადმოსვლა ოფიციალურად დაადასტურა.

„ინტერი“ ტრანსფერის დეტალებს არ ასაჯაროვებს, მაგრამ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კამერუნელი მილანურ გუნდში უფასოდ გადავიდა და 5-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

ონანას გასული სეზონის ბოლოს „აიაქსთან“ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.