ავტორიზაცია

ბარსელონა დეპაის და დე იონგს ყიდის — ცნობილია თანხა, რომლის მიღებასაც კლუბი მათ სანაცვლოდ გეგმავს

ბარსელონა დეპაის და დე იონგს ყიდის — ცნობილია თანხა, რომლის მიღებასაც კლუბი მათ სანაცვლოდ გეგმავს
თარიღი 22 Jul 2022, 17:54

"ბარსელონას" ხელმძღვანელობას მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფრენკი დე იონგისა და მემფის დეპაის გაშვება სურს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, აშშ-ში გამგზავრების წინ ხავი კლუბის სპორტულ მენეჯმენტს ესაუბრა. გუნდის დამრიგებელს აცნობეს, რომ ამჟამად კლუბის პრიორიტეტი 25 წლის ნახევარმცველისა და 28 წლის თავდამსხმელის გაყიდვაა.

თავის მხრივ, ჰოლანდიელ ფეხბურთელებს "ბარსადან" წასვლა არ უნდა, ამიტომაც უახლოეს დღეებში ხავი მათ დაელაპარაკება, რათა კლუბის პოზიცია განუმარტოს. ახლა თავად მწვრთნელი ეცდება მათ დარწმუნებას იმაში, რომ წასვლა ყველა მხარეს სარგებელს მოუტანს.

ფრენკისადმი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" იჩენენ, მემფისი კი ჯერ კიდევ ელოდება შესაფერის შეთავაზებას.

"ბარსა" დე იონგისა და დეპაის სანაცვლოდ საერთო ჯამში დაახლოებით 100 მილიონი ევროს მიღებას აპირებს, აგრეთვე სახელფასო ხარჯებს შეამცირებს. ფრენკისთვის კლუბს კორონავირუსის პანდემიის გამო ანაზღაურების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ არ გადაუხდია. მემფისი იმდენს არ გამოიმუშავებს, რამდენსაც ფრენკი, მაგრამ გუნდში ბევრი შემტევის ყოლის გამო სათამაშო დრო არ ექნება.