ავტორიზაცია

"მე სხვა კლუბების ფეხბურთელებზე საუბარი არ მიყვარს, უპატივცემულობაა", - კონტემ ნაგელსმანი გააკრიტიკა

"მე სხვა კლუბების ფეხბურთელებზე საუბარი არ მიყვარს, უპატივცემულობაა", - კონტემ ნაგელსმანი გააკრიტიკა
თარიღი 24 ივლ 2022, 13:10

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ლონდონური კლუბიდან თავდამსხმელ ჰარი კეინის შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა.

აქამდე გავრცელებული ცნობით, ინგლისელის შეძენის შესაძლებლობას "ბაიერნი" განიხილავს. მიუნხენელთა დამრიგებელმა, იულიან ნაგელსმანმა პოტენციურ ტრანსფერზე საუბრისას თქვა, რომ არ იცის, მომავალში რა მოხდება.

"სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ არ მსმენია. ის მწვრთნელი ვარ, რომელიც, რა თქმა უნდა, სხვა კლუბების ფეხბურთელებზე არ ლაპარაკობს".

"არ ვიცი, რატომ განიხილება ეს თემა. სიტუაცია ნათელია, ჰარი "ტოტენჰემის" პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია".

"ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორებია, მაგრამ სხვა გუნდების მოთამაშეებზე საუბარი არ მიყვარს. თუ რაღაცის გაკეთება მინდა, ამას პრესის საშუალებით არ ვაკეთებ. შესაძლოა, ეს სხვა კლუბების მიმართ უპატივცემულობა იყოს", - ციტირებს კონტეს სიტყვებს Football London-ი.