ავტორიზაცია

5-წლიანი პატიმრობას და ფულადი ჯარიმა - ნეიმარის და ბარსას ექს-პრეზიდენტების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

5-წლიანი პატიმრობას და ფულადი ჯარიმა - ნეიმარის და ბარსას ექს-პრეზიდენტების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
თარიღი 28 Jul 2022, 10:27

ნეიმარი კორუფციის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარსდგება.

კომპანია DIS-მა უჩივლა „პსჟ-ს" ფეხბურთელს, მის მშობლებს, „ბარსელონას" ექს-პრეზიდენტებს ხოსეპ ბართომეუს და სანდრო როსელს და ასევე, „სანტოსის" ექს-დირექტორს ოდილიო როდრიგესს.

საქმე იმაშია, რომ DIS-ი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების 40%-ს ფლობდა, რომელიც 2009 წელს შეიძინა, როდესაც ნეიმარი „სანტოსში" პირველ პროფესიონალურ ნაბიჯებს დგამდა. კომპანია ამტკიცებს, რომ არ მიიღო კუთვნილი თანხა მაშინ, როცა ბრაზილიელი ფეხბურთელი „ბარსელონაში" გადავიდა და ახლა, კომპანსაციის სახით 150 მილიონ ევროს ითხოვს.

DIS და პროკურატურა მიიჩნევენ, რომ ნეიმარის „ბარსაში" ტრანსფერის დროს, ფეხბურთელმა და მისმა მამამ კლუბთან ორი ფიქტიური კონტრაქტი გააფორმა. კომპანიამ 2016 წელს ამას „სატრანსფერო ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის დარღვევად" შეამკო.

პროკურატურა ნეიმარის დასჯას ითხოვს: ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ჯარიმის სახით 10 მილიონი ევროს გადახდას. კომპანია DIS კი უფრო შორს მიდის და ფეხბურთელისთვის და მისი მშობლებისთვის 5-წლიან ციხეს და ამდენივე წლით ფეხბურთის თამაშის აკრძალვას ითხოვს. 

პროკურატურა ასე შორს არ მიდის და ფეხბურთელისთვის და მისი მამისთვის 2-წლიან პატიმრობას ითხოვს, დედისთვის კი - ერთწლიანს.

DIS ასევე „ბარსელონას" მაშინდელი პრეზიდენტის, სანდრო როსელის და ვიცე-პრეზიდენტის ბართომეუს მიმართაც სერიოზულ სასჯელს ითხოვს - 8-წლიან პატიმრობას. 

ამ საქმეზე 7 სასამართლო სხდომა 17-დან 31 ოქტომბრამდეა ჩანიშნული.