ავტორიზაცია

ტუხელი დე იონგის ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის — ჩელსი ბარსას უახლოეს დღეებში მიმართავს

ტუხელი დე იონგის ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის — ჩელსი ბარსას უახლოეს დღეებში მიმართავს
თარიღი 02 აგვ 2022, 20:22

"ჩელსის" ხელმძღვვანელობა "ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის ტრანსფერზე წინადადებას უმზადებს.

როგორც The Athletic-ი იტყობინება, ლონდონური კლუბი კატალონიელებს უახლოეს დღეებში მიმართავს.

პოტენციური ტრანსფერის მთავარი ინიციატორი "ჩელსის" თანამფლობელი, ტოდ ბოელია. "არისტოკრატთა" მთავარ მწვრთნელს, ტომას ტუხელს ფრენკის გაყიდვა არ უთხოვია, მაგრამ ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის.

ლონდონელები დე იონგის თაობაზე წინადადებას დაუყოვნებლივ არ გააკეთებენ, რადგან ახლა კლუბს სატრანსფერო ბაზარზე სხვა გეგმები აქვს. "ჩელსის" სპორტული მენეჯმენტი სიტუაციას თვალყურს ადევნებს და იცის, რომ ჰოლანდიელი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე უარს აცხადებს.

"ჩელსისთვის" პრობლემას არც სატრანსფერო ფასი და არც თავად ფეხბურთელის ხელფასი წარმოადგენს.

თავის მხრივ, დე იონგს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას "არისტოკრატების" რიგებში გადაბარგება ურჩევნია, რადგან "არისტოკრატები" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობენ, ლონდონი კი მანჩესტერზე მეტად მოსწონს.