სალიჰამიჯიჩი ლევანდოვსკის შესახებ: "ძალიან სასიამოვნო დიალოგი გვქონდა და ყველაფერი გავარკვიეთ"
"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა მიუნხენელთა ექს-ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკისთან შემდგარი სასიამოვნო დიალოგის შესახებ ილაპარაკა.
პოლონელი სუპერვარსკვლავის "ბარსელონაში" გადასვლის ფონზე საჯარო კონფლიქტის შემდეგ, 33 წლის ფორვარდსა და "რეკორდმაისტერის" ფუნქციონერს შორის საუბარი შედგა.
"ჩემს კაბინეტში იყო, 15 წუთი ვილაპარაკეთ. ძალიან სასიამოვნო დიალოგი გვქონდა და ყველაფერი გავარკვიეთ. ვფიქრობ, გახარებულია, რომ ერთმანეთს დავემშვიდობეთ. მეც მიხარია".
"საბოლოო ჯამში, აშკარაა, რომ "ბაიერნისთვის" ბევრი რამ გააკეთა. მას ყველაფერი საუკეთესო ვუსურვეთ, ახლა კი ახალ ეტაპზეა კონცენტრირებული", - ციტირებს სალიჰამიჯიჩის სიტყვებს Sky Sport-ი.
მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" "ბაიერნს" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლევანდოვსკის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაუხადა, დამატებით 5 მილიონი კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.