ჩელსი მორიგი ფეხბურთელის წასვლაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს

ლონდონის „ჩელსის“ ფრანგი მცველი მალანგ სარი შესაძლოა ლიგა 1-ში გადავიდეს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „მონაკო“ „ჩელსისთან“ ფეხბურთელის 1-წლიან იჯარაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
თავად 23 წლის ფეხბურთელი ფრანგულ გუნდში გადასვლაზეა მოწადინებული, რადგან ფიქრობს, „მონაკოში“ გაცილებით დიდ სათამაშო დროს მიიღებს.
გასულ სეზონში სარმა მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავისი სათამაშო დროით უკმაყოფილო დარჩა.