ავტორიზაცია

"ხავის და ინიესტას ნარევია", - ფილ ფოდენმა თანაგუნდელი შეაქო

"ხავის და ინიესტას ნარევია", - ფილ ფოდენმა თანაგუნდელი შეაქო
თარიღი 04 Aug 2022, 12:04

„მან სიტის" შემტევმა, ფილ ფოდენმა, გუნდის ნახევარმცველი, ესპანელი როდრი შეაქო.

„როდრი - ხავის და ინიესტას ნარევია, მას ანდრესის მსგავსი დრიბლინგი აქვს და ხავისნაირი პასი." - აღნიშნა ინგლისელმა „მან სიტის" ტელევიზიასთან საუბარში.

ესპანელი ფეხბურთელი „სიტიში" 2019 წელს „ატლეტიკოდან" გადავიდა და გვარდიოლას გუნდში მალევე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

„ქალაქელებმა" როდრიში 62.7 მილიონი ევრო გადაიხადეს, ახლა კი Transfermarkt ფეხბურთელს 80 მილიონად აფასებს.