ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუს რეალური შეთავაზებით მხოლოდ ერთმა გუნდმა მიმართა

კრიშტიანუ რონალდუს რეალური შეთავაზებით მხოლოდ ერთმა გუნდმა მიმართა
თარიღი 04 აგვ 2022, 16:11

დიდი ალბათობით, კრიშტიანუ რონალდუ ამ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლას ვერ მოახერხებს.

The Athletic-ის ინფორმაციით, 37 წლის ფორვარდის მანჩესტერული კლუბიდან ამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე წასვლა ნაკლებად არის სავარაუდო.

ამ დრომდე, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მიმართ რეალური ინტერესი გამოიჩინა და ფეხბურთელის წინადადებით მიმართა მხოლოდ საუდის არაბეთის ერთ-ერთმა გუნდმა, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება.

საჯაროდ „იუნაიტედი" იკავებს პოზიციას, რომ რონალდუ არ იყიდება, მაგრამ ისიც დაიწერა, რომ კლუბის ხელმძღვანელობაში მოვლენების სხვა განვითარებაზე დაფიქრდნენ. 

ერიკ ტენ ჰაგი ფიქრობს, რომ რონალდუს გუნდთან შეწყობა და შეთამაშება გაუჭირდება, მით უფრო, რომ მან პრესეზონი სრულად გამოტოვა.