მიზეზი, რომლის გამოც ბარსელონას შესაძლოა ობამეიანგის გაყიდვა მოუწიოს
„ბარსელონამ“ პიერ-ემერიკ ობამეიანგი „ჩელსიში“ შესაძლოა ფინანსური მიზეზების გამო გაყიდოს.
The Telegraph-ის ინფორმაციით, იანვარში გაფორმებული შეთანხმების შედეგად, ამ სეზონში გაბონელის ხელფასი საგრძნობლად უნდა გაიზარდოს, რადგან ზამთარში, ის გუნდში გადმოსასვლელად მიზერულ ანაზღაურებაზე თამაშს დათანხმდა.
ამჟამად, „ბლაუგრანაში“ ისეთი ფინანსური მდგომარეობაა, რომ გუნდს რამდენიმე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის გაშვება უწევს იმისთვის, რომ ახალწვეულები დაარეგისტრიროს და ობამეიანგის წასვლა გუნდს დახმარებას გაუწევს.
„არსენალის“ ექს-ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 100 მლნ ევროს შეადგენს, თუმცა „ბარსელონა“ მის სანაცვლოდ გაცილებით დაბალ თანხას მოითხოვს.
ამ ეტაპზე, 33 წლის ფორვარდით ლონდონის „ჩელსი“ ინტერესდება.