ავტორიზაცია

"სახალისოა, როგორ ხდება ხოლმე წინასწარმეტყველებები", - ლაპორტამ ლევანდოვსკის შესახებ სახალისო ისტორია გაიხსენა

"სახალისოა, როგორ ხდება ხოლმე წინასწარმეტყველებები", - ლაპორტამ ლევანდოვსკის შესახებ სახალისო ისტორია გაიხსენა
თარიღი: 05 აგვ 2022, 22:18

ჟოან ლაპორტამ გაიხსენა ისტორია, რომელიც რობერტ ლევანდოვსკის ბავშვობას უკავშირდება.

„მინდა მოგიყვეთ ისტორია, რომელიც დედამისმა მიამბო. 20 წლის წინ ლევანდოვსკი კამპ ნოუოზე დედასთან ერთად ჩავიდა. 

ამ დროს, დედა გაზონს შეეხო და რობერტს უთხრა, რომ ერთხელ, ის ამ მოედანზე აუცილებლად ითამაშებდა.

სახალისოა, როგორ ხდება ხოლმე ზოგჯერ ასეთი წინასწარმეტყველებები.“ - აღნიშნა „ბარსას“ პრეზიდენტმა.

პოლონელმა ფორვარდმა „ბაიერნიდან" „ბარსელონაში" 45+5 მილიონ ევროდ გადასვლის შემდეგ კატალონიურ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

საინტერესოა, რომ მიუნხენურ გრანდში ყოფნისას, ლევანდოვსკის ექს-აგენტმა აღიარა, რომ პოლონელის ოცნება „რეალში" თამაშია.