ავტორიზაცია

ამ ზაფხულს ბარსელონას ორი ფორვარდიდან გუნდს მხოლოდ ერთი დატოვებს

ამ ზაფხულს ბარსელონას ორი ფორვარდიდან გუნდს მხოლოდ ერთი დატოვებს
თარიღი 08 Aug 2022, 21:35

ცნობილი გახდა, ფორვარდებიდან თუ რომელმა შესაძლოა დატოვოს „ბარსელონა“ აგვისტოს ბოლომდე.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, კატალონიური გუნდიდან ამ ზაფხულს ან მემფის დეპაი წავა, ან პიერ-ემერიკ ობამეიანგი. ორივეს ერთად წასვლა ან დარჩენა - გამორიცხულია.

ამ ეტაპზე, წასვლასთან გაცილებით ახლოს ჰოლანდიელი ფეხბურთელია, რომელიც „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა მხოლოდ გრანდში გადასვლას განიხილავს.

„ბარსა“ რომ მემფისზე იმედებს ნაკლებად ამყარებს, ეს იმ დროსაც მშვენივრად გამოჩნდა, როცა ფეხბურთელს რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის შემდეგ 9-ნომრიანი მაისური ჩამოართვეს.

ამ ეტაპზე ფეხბურთელით ყველაზე აქტიურად ტურინის „იუვენტუსი“ ინტერესდება, რომელსაც მასში ფულის გადახდა არ სურს, თუმცა თუ დეპაი „ბარსელონასთან“ კონტრაქტს გაწყვეტს, მის უფასოდ გადაბირებაზე უარს არ იტყვის.

რაც შეეხება ობამეიანგს, მას „კამპ ნოუზე“ საკუთარ მომავალში ეჭვი ლევანდოვსკის მოსვლის შემდეგ შეეპარა, თუმცა თუ გუნდიდან დეპაი წავა, გაბონელისთვის გასასვლელი კარი დაიხურება.