ავტორიზაცია

ტიმო ვერნერის დაბრუნება ლაიპციგში გარდაუვალია - ტრანსფერის დეტალები ცნობილია

ტიმო ვერნერის დაბრუნება ლაიპციგში გარდაუვალია - ტრანსფერის დეტალები ცნობილია
თარიღი 08 აგვ 2022, 22:48

„ჩელსიმ“ და „ლაიპციგმა“ ტიმო ვერნერის ტრანსფერი საბოლოოდ შეათანხმეს.

Sport1-ს ჟურნალისტი პატრიკ ბერგერი იტყობინება, რომ გერმანული კლუბი 26 წლის ფეხბურთელში 20 მილიონ ევროს გადაიხდის, კიდევ 10 მილიონი კი სხვადასხვა ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.

დღეს ვერნერი სამშობლოში უნდა ჩაფრინდეს, სადაც ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და საქსონიურ გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს.

თავდაპირველად „ლაიპციგი“ „ჩელსისთან“ ვერნერის იჯარაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა საბოლოოდ კლუბებმა სრულფასოვან ტრანსფერზე მოილაპარაკეს.

ვერნერი „ჩელსიში“ 2020 წელს 53 მილიონ ევროდ სწორედ „ლაიპციგიდან“ გადავიდა და 89 მატჩში 23 გოლი და 21 საგოლე გადაცემა მიითვალა