"თავადაც დაინახავდით", - ტენ ჰაგმა რაშფორდის პსჟ-ში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავი მარკუს რაშფორდი ამ ზაფხულს „პსჟ-ში“ არ გადავა.
ამის შესახებ პირდაპირ განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა.
„რაშფორდი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რისი დანახვაც ჩემი აქ ყოფნის პირველი დღიდან შეგიძლიათ.
მისით ძალიან კმაყოფილი ვარ და ნამდვილად არ მინდა ამ ზაფხულს მისი დაკარგვა.
მარკუსი ჩვენს გეგმებში შედის და „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩება, მისი წასვლა გამორიცხულია.“ - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში.
„იუნაიტედთან“ ინგლისელ ფეხბურთელს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თმცა „მანჩესტერს“ მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება შეუძლია.