VIDEO: ბრენტფორდთან განადგურების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ მანჩესტერის გულშემატკივრებთან მისვლა არ მოისურვა
კრიშტიანუ რონალდუ „ბრენტფორდთან“ განადგურების (0:4) შემდეგ, ქომაგებთან არ მივიდა.
Manchester Evening News-ის ჟურნალისტი წერს, რომ თამაშის დასრულების შემდეგ, მწვრთნელის თანაშემწე სტივ მაკლარენმა პორტუგალიელს „იუნაიტედის“ ქომაგებთან მისვლა სთხოვა. თუმცა, ფეხბურთელმა მაკლარენთან რამდენიმე სიტყვა გაცვალა და მისი რჩევა არ გაითვალისწინა.