ხავის ბარსელონაში ბოლო 20 წლის მანძილზე გამარჯვებების ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს
ხავის „ბარსელონას“ მწვრთნელებს შორის ბოლო 20 წლის მანძილზე გამარჯვებების ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს.
გუშინ, „ბლაუგრანამ“ ლა ლიგის პირველ ტურში სახლში „რაიო ვალეკანოს“ ვერ მოუგო - ფრე 0:0.
ხავის დანიშვნის შემდეგ, „ბარსელონამ“ 38 ოფიციალური მატჩი ჩაატარეს, საიდანაც ნახევარზე ოდნავ მეტი - 20 გამარჯვება მოიპოვეს, რაც პროცენტულად 52.63%-ს შეადგენს.
რონალდ კუმანს „ბარსელონაში“ გამარჯვებების 58.21% ჰქონდა, კიკე სეტიენს - 64%, ერნესტო ვალვერდეს კი 66.90%.
მეტიც, ასეთი დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ბოლო წლებში „ბარსელონას“ არცერთ სხვა მწვრთნელს არ ჰქონია.