ავტორიზაცია

მიზეზი, რის გამოც მანჩესტერმა შესაძლოა რონალდუს წასვლას მწვანე აუნთოს

მიზეზი, რის გამოც მანჩესტერმა შესაძლოა რონალდუს წასვლას მწვანე აუნთოს
თარიღი 16 აგვ 2022, 15:36

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ზაფხულია სხვაგვარად იწერება, „მანჩესტერ იუნაიტედი“ შესაძლოა ამ ზაფხულს კრიშტიანუ რონალდუს შეელიოს.

BBC-ს ინფორმაციით, კლუბმა პორტუგალიელი შესაძლოა იმის გამო გაყიდოს, რომ მისი ცუდი გუნება სხვა ფეხბურთელების განწყობაზეც უარყოფითად მოქმედებს.

კრიშტიანუ თანაგუნდელებთან არანაირ კავშირს არ ამყარებს და არავისთან არ მალავს, რომ გუნდის შეცვლა სურს.

„ემიუში“ ღელავენ, რომ ამჟამინდელი პრობლემების მოგვარება შეუძლებელი იქნება, სანამ 37 წლის ფეხბურთელი გუნდს არ დატოვებს. კლუბში ზოგი იმაშიც კია დარწმუნებული, რომ რონალდუს წასვლა, მისი შემცვლელის მოსვლის გარეშეც დადებითად აისახება გუნდის განწყობაზე და შედეგებს გააუმჯობესებს.

კრიშტიანუ „მანჩესტერ იუნაიტედში" გასულ ზაფხულს „იუვენტუსიდან" დაბრუნდა, თუმცა გასულ სეზონში გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ვერ მოახერხა.