ავტორიზაცია

მბაპეს და ნეიმარის კონფლიქტში შუამავლის როლი სერხიო რამოსმა ითავა და სიტუაცია განმუხტა

მბაპეს და ნეიმარის კონფლიქტში შუამავლის როლი სერხიო რამოსმა ითავა და სიტუაცია განმუხტა
თარიღი 17 აგვ 2022, 23:10

სერხიო რამოსი „პსჟ-ში“ კილიან მბაპეს და ნეიმარის კონფლიქტში ჩაერია.

„მონპელიესთან“ (5:2) მატჩის შემდეგ, ბრაზილიელმა უკმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ ფრანგი ფეხბურთელი გუნდში მთავარი პენალტების შემსრულებელია და თავისი პოზიცია სოციალურ ქსელში ორი მბაპეს კრიტიკის პოსტიც მოიწონა.

გარდა ამისა, პრესაში აქტიურად იწერება, რომ მბაპე ნეიმარის „პსჟ-ში“ მომატებული გავლენით კმაყოფილი არ არის და ხელმძღვანელობას ბრაზილიელის გაყიდვას სთხოვს.

Le Parisien-ის ინფორმაციით, ფეხბურთელებს შორის შუამავლის როლი ვეტერანმა ესპანელმა მცველმა, სერხიო რამოსმა ითავა.

36 წლის ფეხბურთელი მხარეებს შორის სიტყვიერ კონფლიქტში ჩაერია და სიტუაციის განმუხტვას დაეხმარა, თუმცა მბაპეს და ნეიმარს შორის ურთიერთობა დალაგებულისგან ძალიან შორსაა.