ავტორიზაცია

გერმანული გამოცემა ასახელებს მიზეზებს, რის გამოც რონალდუ დორტმუნდში გადასასვლელად მზად იყო

გერმანული გამოცემა ასახელებს მიზეზებს, რის გამოც რონალდუ დორტმუნდში გადასასვლელად მზად იყო
თარიღი 24 აგვ 2022, 22:27

გერმანულმა გამოცემა Bild-მა დაწვრილებით ახსნა, თუ რატომ სურდა კრიშტიანუ რონალდუს დორტმუნდის „ბორუსიაში’ გადასვლა.

უპირველესყოვლისა, სპონსორულ კომპანიებთან, ისეთებთან, როგორებიცაა: Nike, Clear და Binance, რონალდუს მიერ გაფორმებული კონტრაქტების მიხედვით, მისი შემოსავალი დამოკიდებულია ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობაზე, რომელზეც ის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად ამ სეზონში ვერ ითამაშებს.

სპონსორებისგან შესაბამისი რაოდენობის თანხების მიღების ხათრით, რონალდუ მზად იყო თავისი 29-მილიონიანი ხელფასის ნაწილზეც კი უარი ეთქვა.

სპორტული თვალსაზრისით, პორტუგალიელი ბუნდესლიგაში თამაშით ასევე არის დაინტერესებული. მის კოლექციაში ამჟამად პრემიერ ლიგის, ლა ლიგის და სერია ა-ს ტიტულებია.

მესამე ფაქტორი - თამაში მუდმივად შევსებულ სტადიონზე, „სიგნალ იდუნა პარკზე“, რომლის ტევადობაც 81 365 ადამიანს შეადგენს.

თუმცა, მიუხედავად კრიშტიანუს ამ სურვილისა, „ბორუსიამ“ ფეხბურთელის დამატების სურვილი არ გამოთქვა.