ავტორიზაცია

მანჩესტერის ექს-ფეხბურთელი: "ჩვენს დროში რონალდუ გასახდელში ასე ვერ მოგვექცეოდა, არ მოვუთმენდით"

მანჩესტერის ექს-ფეხბურთელი: "ჩვენს დროში რონალდუ გასახდელში ასე ვერ მოგვექცეოდა, არ მოვუთმენდით"
თარიღი 24 აგვ 2022, 23:52

„მან იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელმა, პოლ ინსმა, კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა.

ინგლისელი პოლ ინსი „იუნაიტედში“ 1989-1995 წლებში თამაშობდა და ინგლისის უმაღლეს დივიზიონში 206 მატჩში 25 გოლის გატანა მოახერხა.

„რონალდუ რომ ჩვენს დროში ყოფილიყო გასახდელში, ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიც როი კინი და სტივ ბრიუსი არიან, ჩვენ მას არაფერს არ მოვუთმენდით.

მას არაფერი არ გაუვიდოდა. მეტიც, ვიცი, რომ ის ასე არ მოგვექცეოდა, რადგან ეცოდინებოდა, რომ ასეთები ჩვენთან არ გაუვა.“ - აღნიშნა „იუნაიტედის“ ექს-ნახევარმცველმა. 

გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუს წასვლა იმდენად სურს, რომ გუნდურ საუზმებზე სრულიად განცალკევებით ჭამს და თანაგუნდელებისგან აბსოლუტურად განცალკევებულია.

„ლივერპულთან" ბოლო მატჩში პორტუგალიელი თადარიგში დარჩა და მოედანზე 86-ე წუთზე გამოჩნდა.