Marca: კილიან მბაპე პირველ ტრანსგენდერ მოდელს ხვდება

ავტორიტეტული ესპანური გამოცემის Marca-ს ცნობით, "პსჟ"-ს სუპერვარსკვლავის კილიან მბაპეს ახალი შეყვარებული, პირველი ტრანსგენდერი მოდელი, ინეს რაუ გახლავთ.
32 წლის რაუ პირველი ტრანსგენდერი მოდელია ვინც Playboy-ს გარეკანზე გამოჩნდა.
ფრანგული და იტალიური პრესა იტყობინება, რომ ისინი ერთმანეთს რამდენიმე თვეა ხვდებიან, კილიანის მსახიობ ემა სმეტთან ურთიერთობის შემდეგ. პაპარაცებმა რაუ კილიანის იახტაზეც დააფიქსირეს.
ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი