ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლუკას ოკამპოსი აიაქსის ფეხბურთელია

ოფიციალურად: ლუკას ოკამპოსი აიაქსის ფეხბურთელია
თარიღი 01 სექ 2022, 09:49

28 წლის არგენტინელი შემტევი ლუკას ოკამპოსი ამსტერდამის "აიაქსში" ითამაშებს.

"სევილიას" ფეხბურთელი ნიდერლანდურ გრანდში 1-წლიანი იჯარით ითამაშებს. ამსტერდამულ გუნდს იჯარის ამოწურვის შემდეგ ფეხბურთელის ტრანსფერის გამოსყიდვა შეეძლება. 

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ "აიაქსმა" ბრაზილიელი შემტევი ენტონი მანჩესტერ "იუნაიტედში" 95 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდა. მისი დანაკლისის შესავსებად კი ამ ეტაპზე არგენტინელი საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა.

ოკამპოსი "სევილიას" მაისურს 2019 წლის ივლისიდან ირგებდა. 135 მატჩში 34 გოლით და 15 საგოლე გადაცემით გამოირჩა.