ავტორიზაცია

წავა თუ არა ინტერში? ჟორდი ალბამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

წავა თუ არა ინტერში? ჟორდი ალბამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 01 Sep 2022, 11:56

„ბარსელონამ“ გუშინ საღამოს „ინტერთან“ ჟორდი ალბას ერთსეზონიანი იჯარა შეათანხმა.

ესპანელი ვეტერანი „ჯუზეპე მეაცაზე“ ერთწლიანი იჯარით უნდა გადასულიყო, კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს და მხოლოდ ფეხბურთელის თანხმობაღა იყო დარჩენილი.

როგორც Catalunya Radio იტყობინება, ალბას „ბარსელონას“ დატოვების არანაირი სურვილი არ გააჩნია და ტრანსფერის დაბლოკვას აპირებს.

ჟორდის შეატყობინეს, რომ მთელი სეზონი შესაძლოა თადარიგის ფეხბურთელად გაატაროს, მაგრამ ის ამისთვის მზად არის და მშობლიური გუნდისა და ქალაქის დატოვებას არ აპირებს.

კატალონიელი ჟურნალისტები იმასაც წერენ, რომ ალბა გაკვირვებული დარჩა იმით, რომ კლუბმა მისი გაშვება მოისურვა, რადგან მოვლენათა ასეთ განვითარებას არ ელოდა.