ბაჩანა არაბული ავსტრალიაში დუაიტ იორკის გუნდში ითამაშებს
28 წლის ქართველი თავდამსხმელის ბაჩანა არაბული კარიერას ავსტრალიაში გააგრძელებს.
"მაკარტურ ბულზის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 28 წლის შემტევმა კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
აღსანიშნავია, რომ ავსტრალიური გუნდის მთავარი მწვრთნელი მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი დუაიტ იორკი გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი თავდამსხმელი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ბერძნულ "ლამიაში" გა,მოდიოდა, სადაც 45 მატჩში 8 გოლი გაიტანა.