ავტორიზაცია

რას წარმოადგენს და რა მიღწევები აქვს ჩელსის ახალ მთავარ მწვრთნელს?

რას წარმოადგენს და რა მიღწევები აქვს ჩელსის ახალ მთავარ მწვრთნელს?
თარიღი 08 სექ 2022, 22:08

47 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა გრემ პოტერმა ლონდონის „ჩელსისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

ამ სიახლეში, ვეცდებით მოკლედ და ლაკონურად მოგიყვეთ, თუ რას წარმოადგენს ზოგადად ეს ინგლისელი ექს-ფეხბურთელი და ამჟამად მთავარი მწვრთნელი.

1975 წელს დაბადებული ინგლისელი მარცხენა მცველი გრემ პოტერი საფეხბურთო კარიერის მანძილზე შემდეგ გუნდებში თამაშობდა: ბირმინგემი, უიკომ უონდერერსი, სტოკ სიტი, საუთჰემპტონი, ვესტ ბრომვიჩი, ნორტჰემპტონი, რედინგი, იორკ სიტი, ბოსტონი, შრიუსბერი, მაკლსფილდი. 

თუმცა, საკლუბო დონეზე ის დიდი წარმატებით ვერ იჩენდა თავს, რის გამოც ინგლისის ნაკრებში არასდროს არ გამოუძახებიათ და მხოლოდ 21-წლამდელთა გუნდში გამოირჩა ერთადერთი თამაშით.

2005 წელს, ფეხბურთელმა კარიერა ოფიციალურად დაასრულა, თუმცა მწვრთნელობა უმალვე არ დაუწყია, პირველი გუნდი მან 2011-ში, შვედური „ოსტერსუნი“ ჩაიბარა, რომელთან ერთადაც 16/17-სეზონში ქვეყნის თასი მოიგო და ეს დღემდე მისი ერთადერთი ტიტულია.

The English managerial success story shunned by the Premier League | Europa  League | The Guardian

ჯამში, შვედეთში ინგლისელმა 7.5 წელი გაატარა და 249 მატჩის ჩატარება მოასწრო, რომელთაგან 127 მოიგო, 60-ჯერ ფრე ითამაშა და 62-ჯერ დამარცხდა, გამარჯვებების პროცენტი კი 51.0% ჰქონდა.

2018 წლის 11 ივნისს მან „ოსტერსუნი“ დატოვა, რადგან უელსური „სუონსის“ შემოთავაზებაზე ვერ თქვა უარი, თუმცა პრემიერ ლიგის გუნდში მან მხოლოდ 11 თვე გაატარა და 2019 წლის 20 მაისამდე დარჩა. ამ პერიოდში, ის „სუონსის“ 51 მატჩში გაუძღვა, 21 მოიგო, 11-ჯერ დაზავდა და 19 მატჩში დამარცხდა, გამარჯვებების პროცენტი კი 41.2% ჰქონდა.

Brighton look to Graham Potter after axing Chris Hughton | Sport | The Times

2019 წლის 20 მაისს კი ყველასთვის ცნობილი ბრიტანული გვარის მატარებელმა მწვრთნელმა „ბრაიტონი“ ჩაიბარა, რომელსაც სათავეში დღემდე წვრთნიდა და 135 მატჩში 42-ჯერ იმარჯვა, 46-ჯერ ფრე ითამაშა და 47-ჯერ დამარცხდა (31.1% მოგებების პროცენტულობა).

ჯამში, სამწვრთნელო კარიერაში პოტერს 435 მატჩი დაუგროვდა, საიდანაც 190 (43.7%) გამარჯვებაა, 117 ფრე და 128 მარცხი.

როგორც Transfermarkt გვეუბნება, გრემ პოტერის საყვარელი ფორმაცია 3-4-2-1-ია, რომლითაც ის „ბრაიტონს“ აქტიურად ათამაშებდა. ეს სეზონი მისმა გუნდმა საუცხოოდ დაიწყო და პრემიერ ლიგის 6 მატჩში 4 გამარჯვება მოიპოვა, 1-ხელ ფრე ითამაშა და ამდენჯერვე დამარცხდა.

რა შედეგებს დებს შიდა ჩემპიონატებში:

2013, 2014 და 2015 წლებში, პოტერის „ოსტერსუნი“ შვედეთის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობდა და თანმიმდევრულად მე-10, მე-5 და მე-2 პოზიციები დაიკავა, რის შედეგადაც პირველში დაწინაურდა.

2016 წელს, უმაღლეს ლიგაში თავის სადებიუტო სეზონში პოტერის გუნდმა მე-8 ადგილი დაიკავა, შემდეგ წელს მე-5, 2018-ში კი მე-7.

ამის შემდეგ, პოტერი ჩემპიონშიპში მოთამაშე „სუონსიში“ მივიდა და პრემიერ ლიგაში აღზევება ვერ შეძლო - მხოლოდ მეათე ადგილს დასჯერდა.

რაც შეეხება „ბრაიტონთან“ ერთად პრემიერ ლიგაში მოღვაწეობას, 19/20-ში მისი გუნდი მე-15 ადგილზე გავიდა, 20/21-ში - მე-16, 21/22-ში - მე-9, წელს კი, 6 ჩატარებული მატჩის შემდეგ, მან „ბრაიტონი“ მე-4 ადგილზე დატოვა.