ავტორიზაცია

"გულშემატკივრებს უკვე ძალიან უყვართ, რადგან ის გულით თამაშობს"- ანრი კვარაცხელიაზე

"გულშემატკივრებს უკვე ძალიან უყვართ, რადგან ის გულით თამაშობს"- ანრი კვარაცხელიაზე
თარიღი 09 სექ 2022, 01:49

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ  "ნაპოლისა" და "ლივერპულის" მატჩის შემდეგ, CBS-ის პირდაპირ ეთერში ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"კვარაცხელია? ის ლივერპულთან შესანიშნავი იყო. ხალხმა შეიძლება თქვას, რა არის ამაში განსაკუთრებული, რადგან ბევრი ადამიანი ხშირად ვერ ხედავს, თუ რა ხდებოდა მოედანზე. ხვიჩას თავი სულ აწეული ჰქონდა. 

დიახ შენ შეგიძლია თავხედურად თავდაჯერებული იყო, როცა ასე თამაში გამოგდის. რატომ არ იქნები ასეთი? დიახ, მსგავსი რაღაცების გაკეთებაზე უარი ლივერპულის წინააღმდეგაც არ უნდა თქვა.

ეს ყველაფერი გადამდებია. ნეაპოლში ძალიან ცოტა ხნის წინ ჩავიდა და გულშემატკივრებს უკვე ძალიან უყვართ, რადგან ის გულით თამაშობს, ტექნიკურია და განსხვავებულ რამეს სთავაზობს პუბლიკას",- თქვა ანრიმ.