ავტორიზაცია

ტენ ჰაგი ტრანსფერებს ზამთარშიც ითხოვს - რა პოზიციას იკავებს კლუბის ხელმძღვანელობა?

ტენ ჰაგი ტრანსფერებს ზამთარშიც ითხოვს - რა პოზიციას იკავებს კლუბის ხელმძღვანელობა?
თარიღი 21 სექ 2022, 00:00

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის და ხელმძღვანელობის პოზიციები, ზამთრის გაძლიერებასთან დაკავშირებით, განსხვავდება.

როგორც The Athletic წერს, სანაკრებო პაუზას ჰოლანდიელი მწვრთნელი იყენებს იმისთვის, რომ გუნდის დონე შეაფასოს და შესაძლო ტრანსფერები დაგეგმოს.

ტენ ჰაგს სურს, რომ „იუნაიტედის“ რევოლუცია ზამთარშიც გაგრძელდეს. თუმცა, კლუბს არ სურს მისი სურვილების დაკმაყოფილება, პირველ რიგში ფინანსური შეზღუდულობის გამო.

გასულ ზაფხულს „ემიუმ“ 200 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯა - თითქმის ორჯერ მეტი იმაზე, რის დახარჯვასაც სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში აპირებდა.

ამიტომ, სავარაუდოდ, ზამთარში გუნდის ბიუჯეტი ძალიან შეზღუდული იქნება.

„იუნაიტედის“ მფლობელი ჯოელ გლეიზერი, კლუბის დირექტორი რიჩარდ არნოლდი და სპორტული დირექტორი ჯონ მერტო კონცენტრირებულები არიან მომდევნო ზაფხულის დაგეგმარებაზე, სწორედ ამ დროს არის მოსალოდნელი „იუნაიტედის“ მნიშვნელოვანი გაძლიერებაც.