ავტორიზაცია

რას ითხოვდა მესი ბარსელონაში დარჩენის სანაცვლოდ?

რას ითხოვდა მესი ბარსელონაში დარჩენის სანაცვლოდ?
თარიღი 21 Sep 2022, 12:17

 ცნობილი ესპანური გამოცემა El Mundo წერს,  რა მოთხოვნები წაუყენა მესიმ "ბარსელონას" ჯერ კიდევ 2020 წელს იმისათვის, რომ ახალი კონტრაქტი გაეფორმებინა. 

არგენტინელი ვარსკვლავი 3-წლიანი ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვდა - 2023 წლამდე.

მესი ითხოვდა 10 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსს კონტრაქტზე გაფორმებისთვის. 

ახალ კონტრაქტში მისი გამოსასყიდი თანხა არ ყოფილიყო ასტრონომიული, არამედ მცირე რომლის გადახდას გუნდები შეძლებდნენ.

პირადი VIP-ლოჟა "კამპ ნოუზე" თავისი ოჯახისთვის და ასევე ლუის სუარესის ოჯახისთვის.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ხელფასის შემცირებაზე თანახმა იყო, მაგრამ მოგვიანებით დანაკლისის ანაზღაურებას 3-პროცენტიანი ნამატით ითხოვდა. 

მესის სურდა, რომ შობის დღესასწაულისთვის ბარსელონას მისთვის პირადი თვითმფრინავის უზრუნველყოფა დაეფინანსებინა.

მესის სასტიკი მოთხოვნები ბარსას მიმართ: