ავტორიზაცია

"რაც დღეს მოხდა სირცხვილია "- ჟორდი ალბა შვეიცარიასთან მარცხზე

"რაც დღეს მოხდა სირცხვილია "- ჟორდი ალბა შვეიცარიასთან მარცხზე
თარიღი 25 სექ 2022, 08:19

ესპანელმა მცველმა ჟორდი ალბამ შვეიცარიასთან 1-2 წაგებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა თავისი გუნდის მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს ნდობისა და სასტარტო შემადგენლობაში ყოფნისთვის.

"ვაფასებ, რომ მწვრთნელი აგრძელებს ჩემს ნდობას და ჩემი ამოცანაა, მოედანზე ეს ნდობა დავუბრუნო. დღეს ჩვენ გვქონდა კარგი შანსი, ახლა კი მხოლოდ პორტუგალიასთან მოგება გვჭირდება. 

რაც დღეს მოხდა სირცხვილია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც მხარს გვიჭერს. პირველ ტაიმში ძალიან დაძაბულები ვიყავით და მეტოქე დაწინაურდა. ჩვენ შევძელით ანგარიშის გათანაბრება, რაც რთული იყო, მაგრამ დაცვაში ჩვენი მორიგი შეცდომის შემდეგ თითქმის მაშინვე გაგვიტანეს გოლი“, - თქვა ალბამ.

ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა 27 სექტემბერს გაიმართება.