C დივიზიონის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების ოთხი ფეხბურთელი მოხვდა

უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩრდ.მაკედონია 2:0 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში სტატისტიკურმა სააგენტომ Sofascore-მ საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაში 8.6 ბალით შეაფასა. აღსანიშნავია, რომ 21 წლის მეკარე უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
კიდევ ერთი სააგენტო Whoscored-ი ერთა ლიგის ოთხივე დივიზონის ყველა ჯგუფის სიმბოლური გუნდი შეადგინა.
C ლიგის მე-4 ჯგუფის სიმბოლურ გუნდში ოთხი ქართველი ფეხბურთელი: გიორგი მამარდაშვილი, საბა კვირკველია, გიორგი აბურჯანია და ბუდუ ზივზივაძე მოხვდნენ.