ავტორიზაცია

კარაგერი: "მაგუაიერი ახლა შეშინებული ბაჭიაა, რომლისთვისაც ეს სეზონი ოლდ ტრაფორდზე უკანასკნელი უნდა გამოდგეს"

კარაგერი: "მაგუაიერი ახლა შეშინებული ბაჭიაა, რომლისთვისაც ეს სეზონი ოლდ ტრაფორდზე უკანასკნელი უნდა გამოდგეს"
თარიღი 27 სექ 2022, 22:44

„ლივერპულის“ ექს-მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტნის, ჰარი მაგუაიერის კრიტიკას გამოეხმაურა.

„კითხვა იმაში მდგომარეობს, არის კი მასში ძველი სიბრაზე? ის ზედმეტად ხშირად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მხრებზე სამყაროს მთელი სიმძიმე აწვება და ის უფრო შეშინებული ბაჭიაა, ვიდრე ავტორიტეტული ცენტრალური მცველი, რომელიც ადრე იყო.

ვფიქრობ, საკლუბო დონეზე სიტუაციის გამოსწორება ზედმეტად დაგვიანებულია. ეს სეზონი მისთვის „ოლდ ტრაფორდზე“ უკანასკნელი უნდა გამოვიდეს, შემდეგ კი ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს.

მაგრამ, ახლა ის ინგლისის ნაკრების პრობლემადაც იქცა. ბოლო ორ მატჩს ვუყურე და მაგუაიერი გულწრფელად მეცოდებოდა. ამჟამად მას სპორტსმენისთვის საუკეთესო შეხედულება არ აქვს.

თანაგრძნობა ვერ დააბრუნებს მას იმ დონეზე, რომელზეც ის ორი წლის წინ იყო.“ - აღნიშნა კარაგერმა.