"მას ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა"- პირლო რონალდუს იუნაიტედიდან წასვლაზე

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერ "იუნაიტედიდან" წასვლის შესახებ ისაუბრა.
კვირის დასაწყისში კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა 37 წლის პორტუგალიელთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიზეზი თავდამსხმელის სენსაციური ინტერვიუ გახდა.
„ვფიქრობ, რონალდუ დიდი ხანია ემზადებოდა ამ ინტერვიუსთვის, მას ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა. მისთვის ეს პრობლემა არ არის. არ მგონია, რომ ამ ვითარებამ რამენაირად იმოქმედოს პორტუგალიის ნაკრებზე - მუნდიალზე მას მაინც ჰკითხავენ მანჩესტერ იუნაიტედზე.

ვფიქრობ, ამიტომაც გადაწყვიტა ტურნირის წინ თემის დახურვა - თითქოს ცუდი კბილი ამოიღო, რამაც მხოლოდ ხელს უშლიდა. ახლა მას შეუძლია ნაკრებზე ფოკუსირება“, - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.