ავტორიზაცია

"ბელგიას შეუძლია მსოფლიო ჩემპიონი გახდეს, თუ მე კარგად ვიქნები "- ედენ აზარი

"ბელგიას შეუძლია მსოფლიო ჩემპიონი გახდეს, თუ მე კარგად ვიქნები "- ედენ აზარი
თარიღი 26 Nov 2022, 15:39
ბელგიის ნაკრების კაპიტანმა და გარემარბმა ედენ აზარმა მაროკოსთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩის წინ საკუთარ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ჩემი გამოჯანმრთელება კარგად მიდის. კანადასთან მატჩში თავს კარგად ვგრძნობდი. მე მინდა თამაში და ეს ყველაზე მთავარია. ყოველთვის ვამბობდი, რომ რაც უფრო მეტს ვთამაშობ, მით უკეთ ვგრძნობ თავს.

ვფიქრობ, ყველა მატჩში უნდა მივიღო მონაწილეობა, რომ გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო. ბელგიას შეუძლია მსოფლიო ჩემპიონი გახდეს, თუ მე კარგად ვიქნები“, - თქვა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ბელგია მაროკოს დაუპირისპირდება. მატჩი ხვალ, 27 ნოემბერს გაიმართება.