ატლეტიკო მზადაა ფელიქსი 100 მილიონ ევროდ გაყიდოს - ფავორიტი სამი ევროპული გრანდია
მადრიდის "ატლეტიკო" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჟოაო ფელიქსის 100 მილიონ ევროდ გაყიდვას დათანხმდება.
As-ის ცნობით, ფეხბურთელს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში მადრიდული კლუბის დატოვება სურს. მადრიდის "ატლეტიკო", რომელმაც 2019 წელს ფეხბურთელში 127 მილიონი ევრო გადაიხადა მის გაყიდვას დაახლოებით 100 მილიონ ევროდ დათანხმდება.
ფელიქსის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს მანჩესტერ "იუნაიტედი", "ბაიერნი" და "პსჟ" იჩენენ. გასულ ზაფხულს ინგლისურმა კლუბმა "ატლეტიკოს" ჟოაოს სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა "ატლეტიკოს" მაისურით 18 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.