ავტორიზაცია

კილიან მბაპე ექვსი თვის წინ შეხვდა ლევანდოვსკის, რათა დაერწმუნებინა, რომ პსჟ-ში გადასულიყო

კილიან მბაპე ექვსი თვის წინ შეხვდა ლევანდოვსკის, რათა დაერწმუნებინა, რომ პსჟ-ში გადასულიყო
თარიღი 02 დეკ 2022, 14:35
პოლონეთის ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ექბვსი თვის წინ შესაძლო იყო "პსჟ"-ში გადასულიყო.

Le Parisien-ის ცნობით, მაისში მას შემდეგ რაც კილიან მბაპემ პარიზულ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, ფრანგულ კლუბს და ფეხბურთელს გაუჩნდათ იდეა, პოლონელი თავდამსხმელი, "პსჟ"-ში გადასვლაზე დაეთანხებინათ. 

ლევანდოვსკი იყო "პსჟ"-ს მთავარი სამიზნე ცენტრფორვარდის პოზიციაზე.

რობერტის დასარწმუნებლად, კილიან მბაპე მას ექვსი თვის წინ პირადად შეხვდა. თუმცა გეგმა ჩაიშალა და ლევანდოვსკი "ბაიერნიდან" "ბარსელონაში" გადავიდა.