ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუ მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე 11 ყველაზე ცუდ მოთამაშეს შორის მოხვდა

კრიშტიანუ რონალდუ მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე 11 ყველაზე ცუდ მოთამაშეს შორის მოხვდა
თარიღი 04 Dec 2022, 01:47
კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც პორტუგალიის ნაკრებში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე ცუდ მოთამაშეებს შორის მოხვდა. სიმბოლური გუნდი Sofascore-მა შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 37 წლის ვარსკვლავის გარდა, ყველაზე ცუდი მოთამაშეთა შორის ყატარის ნაკრების ოთხი მოთამაშე მოხვდა. 

გარდა ამისა სიმბოლურში ადგილი ორ კოსტა-რიკელ და კანადელ მოთამაშეს ხვდა. ასევე თითო მოთამაშე საუდის არაბეთიდან და ავსტრალიის ნაკრებიდან  მოხვდა.

კრიშტიანუ პორტუგალიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში პირველი ადგილიდან გავიდა. ჯგუფურ ეტაპზე მან გოლი თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა.

მერვედფინალში ფერნანდო სანტუშის გუნდი შვეიცარიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.