ავტორიზაცია

მესი მუნდიალზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მერვედ გახდა - არგენტინელმა ამ მხრივ რეკორდი დაამყარა

მესი მუნდიალზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მერვედ  გახდა - არგენტინელმა ამ მხრივ რეკორდი დაამყარა
თარიღი 04 დეკ 2022, 02:10
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი აგრძელებს რეკორდების დამყარებას.

35 წლის ფეხბურთელის ავსტრალიადთან პირველ ნახევარში გატანილმა გოლმა არგენტინელები მერვედფინალში წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმში გუნდებმა ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს, რაც ლიონელ სკალონის გუნდის მეოთხედფინალში  გასვლისთვის საკმარისი აღმოჩნდა. 

მესი რეკორდულად მერვედ აღიარეს მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ, ამ მაჩვენებლით არგენტინელმა კრიშტიანუ რონალდუს (7) გაუსწრო. რეიტინგში მესამე ადგილს ნიდერლანდებიდ ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი არიენ რობენი (6) იკავებს. აღსანიშნავია, რომ ჯილდო 2002 წლიდან გაიცემა