ავტორიზაცია

ლეო მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა

ლეო მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა
თარიღი 04 Dec 2022, 01:58
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალურ ეტაპზე არგენტინასა და ავსტრალიას შორის მატჩში, ლიონელ მესიმ  არგენტინის ნაკრების შემადგრნლობაში კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

არგენტინის ნაკრების 35 წლის ლიდერმა, კარიერაში მე-1000 მატჩს ჩაატარა, მატჩის 35-ე წუთზე კი გუნდი დააწინაურა.

მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში მეექვსედ გაიტანა პირველი გოლი, იუწყება Opta, ეს კი ყველაზე მეტია ტურნირის ისტორიაში.

აღსანიშნავია, რომ ექვსი ასეთი შემთხვევიდან სამი ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა, სადაც "პსჟ"-ს ფორვარდმა საუდის არაბეთთან, მექსიკასა და ავსტრალიასთან შეხვედრებში ანგარიშის გახსნა მოახერხა.

ამ დროისთვის ლიონელ მესი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირთა სიას კილიან მბაპესთან, ალვარო მორატასთან, ენერ ვალენსიასთან, კოდი გაკპოსთან და მარკუს რაშფორდთან ერთად ლიდერობს.