ავტორიზაცია

ლუის ენრიკემ მესის და მარადონას შორის არჩევანი გააკეთა

ლუის ენრიკემ მესის და მარადონას შორის არჩევანი გააკეთა
თარიღი 04 დეკ 2022, 10:30
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ  არგენტინური ფეხბურთის ორ ლეგენდას დიეგო მარადონას და ლეო მესის შორის არჩევანი გააკეთა.

„არ მესმის, რატომ აგრძელებენ ადამიანები ჯიუტად ამ კითხვის დასმას. ორივე შესანიშნავია და არგენტინას ძალიან გაუმართლა, რომ მის ისტორიაში ერთდროულად ორი ასეთი პერსონაჟია. 

მარადონა უნიკალური ფეხბურთელი იყო, რომელმაც გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისკენ ერთპიროვნულად მიიყვანა, მაგრამ მას შემდეგ ფეხბურთი ბევრი რამ შეიცვალა. 

დღეს მსგავსი რამის გაკეთება გაცილებით რთულია. ჩემთვის მესი ისტორიაში უდავო ნომერი პირველია. “, - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.