ლეო მესიმ ავსტრალიასთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა
არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8-ფინალში ავსტრალიის ნაკრები 2:1 დაამარცხა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.
35 წლის არგენტინელმა ვარსკვლავმა ავსტრალიასთან გამარჯვების შემდეგ, კომენტარი გააკეთა.
"თამაშს ვაკონტროლებდით, მიუხედავად სიტუაციის გართულებისა ყველაფრის დასრულება უფრო ადრე შეგვეძლო.
კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით და წინ რთული თამაში გველოდება. ძალიან ცოტა დრო გვქონდა დასასვენებლად, ენერგია კარგად ვერ აღვიდგინეთ, დღეს კი ფიზიკურად ძალიან მძიმე მატჩი იყო.
ჩვენ ვიცით, რას გრძნობენ ჩვენი გულშემატკივრები. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები. ",- თქვა არგენტინის ნაკრების კაპიტანმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალურ ეტაპზე არგენტინის ნაკრები ნიდერლანდებს დაუპისიპირდება. შეხვედრა 9 დეკემბერს გაიმართება.