ავტორიზაცია

ჟირუ მზადაა მილანთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს

ჟირუ მზადაა მილანთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს
თარიღი 05 დეკ 2022, 15:51
საფრანგეთის ნაკრების და "მილანის" თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ მზადაა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. 

ამ სეზონის ბოლოს ფრანგს "როსონერისთან" ხელშეკრულებას ეწურება, მაგრამ ორივე მხარე დაინტერესებულია თანამშრომლობის გახანგრძლივებით.

იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იუწყება, რომ ფეხბურთელი კონტრაქტის გაგრძელებაზე დათანხმდა. კლუბი აქტიურად მუშაობს საბუთების რაც შეიძლება სწრაფად დასრულებაზე.

ჟირუ "მილანში" 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს, როცა იტალიურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.