დიდიე დეშამი: "ინგლისის ნაკრებს სუსტი მხარეები არ აქვს, ეს აშკარაა"

საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალურ მატჩში ხვალ, 10 დეკემბერს გაიმართება.
„რაც უფრო წინ მიდიხარ, მით უფრო მაღალია დონე. მოთხოვნებიც იზრდება. ბევრ გუნდს სურს ჩვენს ადგილზე ყოფნა. მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვაქვს მიზანი - გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი.
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში თამაში მშვენიერია. მაგრამ თქვენ უნდა ითამაშოთ, რათა უფრო შორს წახვიდეთ.
ინგლისის ნაკრებს სუსტი მხარეები არ აქვს, ეს აშკარაა. ალბათ არის რაღაცეები, რომლებსაც ისინი ცოტა უარესად აკეთებენ და ეს უნდა გამოვიყენოთ.
ჩვენ მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ, თამაშის რა ასპექტებში შეგვიძლია ზიანი მივაყენოთ მათ“, - განაცხადა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა.