ავტორიზაცია

ფოტო: ნოიერმა შვებულებაში ყოფნისას ფეხი მოიტეხა და სეზონის დარჩენილ პერიოდში ბაიერნს გამოაკლდება

ფოტო: ნოიერმა შვებულებაში ყოფნისას ფეხი მოიტეხა და სეზონის დარჩენილ პერიოდში ბაიერნს გამოაკლდება
თარიღი:  10 დეკ 2022, 15:59
გერმანიის ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერი გუნდს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება. 

ჟურნალისტ ადრიენ გრენიეს თქმით, გერმანელმა შვებულებაში ყოფნისას თხილამურებზე სრიალის დროს ფეხი მოიტეხა, რის შედეგადაც გამოცდილი მეკარესთვის სეზონი დაასრულა.



შეგახსენებთ, რომ მეორე დღეს ნოიერი მიუნხენის "ბაიერნს" საწვრთნელ ბანაკში უნდა შეერთებოდა, რომელიც უკვე აქტიურად ემზადება საკლუბო სეზონის განახლებისთვის. 

ამგვარად, "ბაიერნმა" შესაძლოა იანვარში განიხილოს ახალი მეკარის გაფორმება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩებში "პსჟ"-სთან სვენ ულრაიხზე დაყრდნობა მოუწევს.