ავტორიზაცია

იუნაიტედი რამოშის ტრანსფერით ინტერესდება - ცნობილი გახდა თანხა რომლის სანაცვლოდაც ბენფიკა მზადაა ფორვარდს შეელიოს

იუნაიტედი რამოშის ტრანსფერით ინტერესდება - ცნობილი გახდა თანხა რომლის სანაცვლოდაც ბენფიკა მზადაა ფორვარდს შეელიოს
თარიღი 12 დეკ 2022, 12:11
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში "ბენფიკას" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელის გონსალო რამოშის ყიდვას გეგმავს.

Manchester Evening News-ის ცნობით, ინგლისური კლუბი რამოშს ზაფხულში გაძლიერების ერთერთ ვარიანტად განიხილავს.

კრიშტიანუ რონალდუს "ოლდ ტრაფორდიდან" წასვლის შემდეგ, მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს მხოლოდ ენტონი მარსიალი ჰყავს ცენტრფორვარდის პოზიციაზე.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა "ბენფიკას" შემადგენლობაში 14 გოლი გაიტანა. რამოშს კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდეა გათვლილი, 120 მილიონი ევროს გამოსყიდვის პუნქტით და კლუბი არ აპირებს მის გაშვებას ნაკლებ ფასად.