ავტორიზაცია

ედენ აზარი შესაძლოა MLS-ში გადავიდეს

ედენ აზარი შესაძლოა MLS-ში გადავიდეს
თარიღი 12 დეკ 2022, 12:20
მადრიდის "რეალის" გარემარბი ედენ აზარი MLS-ში კარიერის გაგრძელებას განიხილავს, იუწყება Mundo Deportivo.

თავად აზარმა უკვე განაცხადა, რომ მადრიდულ გუნდს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ მას ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობა ჰკითხავს. ნახევარმცველის კონტრაქტი ესპანურ გრანდთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

კარიერის გაგრძელების შესაძლო ვარიანტების გათვალისწინებით, აზარი დიდ ყურადღებას აქცევს MLS-ს. ამერიკული ლიგა ნაკლებად მოთხოვნადია, ვიდრე ევროპის ტოპ ლიგები და ამან შესაძლოა ბელგიელს დაკარგული სტატუსის აღდგენის საშუალება მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ყატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებმა ჯგუფური ბარიერი ვერ გადალახა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.