ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "ლეაუს ვუთხარი, რომ მილანში უნდა დარჩეს"

"მილანის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი რაფაელ ლეაუს სან სიროზე დარჩენას ურჩევს.
"ლეაუ განსაკუთრებული მოთამაშეა. ის ვერც კი აცნობიერებს რამდენად ძლიერია. მე ვუთხარი, რომ მილანში უნდა დარჩეს. აქ რაფაელი თავს ბედნიერად გრძნობს. “, - თქვა შვედმა ფორვარდმა.

ლეაუმ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 14 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ გარემარბს "როსონერისთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.