ავტორიზაცია

ირვინგ ლოზანოს ტრანსფერით ინგლისური გრანდი ინტერესდება

ირვინგ ლოზანოს ტრანსფერით ინგლისური გრანდი ინტერესდება
თარიღი 13 დეკ 2022, 14:41
"ლივერპული" მექსიკის ნაკრების და "ნაპოლის" გარემარბით ირვინგ ლოზანოს ტრანსფერით ინტერესდება, იტყობინება Daily Mirror.

წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი 27 წლის გარემარბის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში აპირებს.

ლოზანოს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. პორტალი Transfermarkt მექსიკელის ღირებულებას 28 მილიონ ევროდ აფასებს.

ამ სეზონში თავდამსხმელმა ნეაპოლური გუნდის შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.