ლივერპული მზადაა არგენტინის ნაკრების ნახევარმცველის სანაცვლოდ 140 მილიონი ევრო გადაიხადოს
არგენტინის ნაკრების და ლისაბონის "ბენფიკას" ნახევარმცველმა ენცო ფერნანდესმა შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. ESPN-ის ცნობით, "ლივერპული" 21 წლის ფეხბურთელის შეძენით არის დაინტერესებული.
"მერსისაიდული" კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა ფერნანდესის სანაცვლოდ 140 მილიონი ევრო გადაიხადოს. რომელიც ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა გახლავთ.
ამ დროისთვის ენცო ყატარში მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება, სადაც არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში გამოდის. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში "ალბისელესტე" ხორვატიის ნაკრებს შეხვდება.