პელეს შემდეგ საუკეთესო - ალვარესმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ხულიან ალვარესმა მსოფლიო ჩემპიობატის ნახევარფინალში ხორვატიის წინააღმდეგ (3:0) დუბლი გაიფორმა.
მანჩესტერ "სიტის" ფეხბურთელმა ხორვატებს შეხვედრის 39-ე და 69-ე წუთებზე გაუტანა.
მანჩესტერ "სიტის" ფეხბურთელმა ხორვატებს შეხვედრის 39-ე და 69-ე წუთებზე გაუტანა.
Opta-ს ცნობით, ალვარესი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე (22 წლის და 316 დღის) 1958 წლიდან დღემდე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ან ფინალში დუბლი გაიფორმა.
64 წლის წინ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა პელემ ეს შედეგი 17 წლისა და 249 დღის ასაკში შვედეთან (5:2) ფინალში გააკეთა.