ავტორიზაცია

ლიონელ სკალონი: "მესი ისტორიაში საუკეთესოა, ჩემთვის ეს უდავოა"

ლიონელ სკალონი: "მესი ისტორიაში საუკეთესოა,  ჩემთვის ეს უდავოა"
თარიღი 14 დეკ 2022, 12:17
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ გუნდის კაპიტანის ლეო მესის შესახებ ისაუბრა.

არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიას 3:0 მოუგო მესის გოლის და პასით გამოირჩა. 


"შეიძლება ჩანდეს, რომ მიკერძოებული ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, ჩემთვის ეს უდავოა. 

ის ხელმძღვანელობს მთელ გუნდს. დიდი პრივილეგიაა ასეთი ფეხბურთელის ყოლა ჩვენს გუნდში. “, - განაცხადა სკალონიმ გამარჯვების შემდეგ.

ამ დროისთვის, ლიონელ მესი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირთა სიაში კილიან მბაპესთან ერთად იზიარებს ლიდერობს.  "პსჟ"-ს ორივე მოთამაშეს ხუთი გოლი აქვს გატანილი.